საქართველოში სწრაფი ონლაინს სესხების აღება უმარტივესი პროცედურაა და ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, 15 წუთში მიიღოს ის მიუხედავად იმისა, დასაქმებულია თუ არა. უმრავლესობას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა რისკებს შეიცავს მისი აღება, რატომ უნდა წავიკითხოთ სრულად ხელშეკრულება, რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებამდე და რისი უფლება აქვს გამსესხებელს თანხის ამოსაღებად.

onlain sesxebiასეთი სესხების გაცემის სიმარტივე კომპანიებისთვის მაღალ რისკს ქმნის, რომელსაც ისინი ფულადი სახით (მაღალი საპროცენტო განაკვეთით და გადავადების საკომისიოებით) აბალანსებენ კეთილსინდისიერი გადამხდელებისგან. მაღალია საპროცენტო განაკვეთებიც, რომლებიც პირს ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობისას.

თუ მსესხებელი ვერ იხდის თანხას ან დიდი თანხის დაგროვების გამო, პროტესტის ნიშნად აღარ ასრულებს პირობას, მის სახელზე დაგროვდება პირგასამტეხლოები, რაც ჯამში საკმაოდ დიდ რაოდენობას აღწევს. ამ შემთხვევაში კომპანია მიმართავს სამართლებრივ მექანიზმებს. თუ მსესხებელი არ ჩაერთვება ამ პროცესში და არ მოახდენს საკუთარი პოზიციის სამართლებრივ დაცვას, კომპანია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებით მოახდენს ვალის მისი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოღებას. თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მომხმარებელი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს პროცესზე, რომ საქმე უფრო რთულ მდგომარეობამდე არ მივიდეს. რაც შეეხება ხელფასის დაკავებას, კანონმდებლობა მხოლოდ მისი 50%-ის დაქვითვის უფლებას იძლევა, ამაზე მეტს ფიზიკურად ვერ დაქვითავს აღმასრულებელი.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიებს არ აქვთ უფლება, მოითხოვონ თანხის ამოღება ოჯახის წევრების კუთვნილი ქონებიდან ან მომხმარებელს ამ ტიპის მუქარით მიმართონ. სესხზე პასუხს აგებს მხოლოდ მსესხებელი, თანამსესხებელი ან თავდები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომელიც ინტერნეტით ფორმდება, თიოთოეულმა ადამიანმა კარგად უნდა წაიკითხოს. მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალო გვერდები, რომლებიც შემდგომ არანაირ შედეგს არ გამოიწვევს. ყველა მსესხებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდება და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს, თუ თანხის ერთიანად გადახდას ვერ მოახერხებს.

სესხის ხანდაზმულობის ვადა

ხანდაზმულობის ვადა აქვს ყველა ვალდებულებას, მათ შორის ნებისმიერი კომპანიის ან ბანკის მიერ გაცემულ კრედიტს. ის სესხები, რომლების უძრავ ქონებას არ შეეხება, ხანდაზული ხდება ბოლო გადახდიდან ან სესხის აღიარებიდან სამი წლის შემდეგ. ანუ, თუ თქვენ წერილობით აღიარებთ ვალს რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერით ან შეიტანთ თუნდაც მინიმალური ოდენობის თანხას, სამი წლის ათვლა თავიდან დაიწყება. ხანდაზმული ვალდებულების პირობებში კომპანიას რჩება მოთხოვნის უფლება, მაგრამ თუ მსესხებელი სწორად ჩაერთვება პროცესში, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და დავალიანებაც აღარ იარსებებს.