Onlines sesxebiონლაინ სესხები წარმოადგენენ მოკლევადიანი სესხების ვარიანტს, სადაც კერძო კომპანიები თავის მომხმარებელს მოკლევადიანი დაფარვით, ფულის სესხების შანსს სთავაზობენ. მსესხებელს შეუძლია, ფული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აიღოს და ამისათვის მხოლოდ ინტერნეტია საჭირო.

სწრაფი ონლაინ სესხის აღება სასურველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი არ გყოფნით თვის ბოლომდე ან გაუთვალისწინებლად დაგჭირდათ მცირე თანხა გარკვეული საქამისთვის. ონლაინ სესხი უნდა აიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად იცით, რომ უახლოეს მომავალში გექნებათ თანხა მის დასაფარად.

ასეთი ტიპის სესხების მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და რახან დიდია დაინტერესება, ამ სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ბაზარზე არსებული ორი ყველაზე დიდი და საზოგადოების აზრით, ყველაზე სანდო მიკროსაფინანსო კომპანიის: მანიმენის და ვივუსის პირობებსა და შეთავაზებებს.

მანიმენი

მანიმენში ნებისმიერ, 20-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სწრაფი სესხი ინტერნეტის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დოკუმენტაციის შეგროვებისა და ბანკის რიგში დგომის გარეშე. არ არის საჭირო ხელფასის ცნობა, ქონების გირავნობა ან სხვა ნებისმიერი სახის საბუთი. სესხი სწრაფად, 5 წუთში მტკიცდება შეღავათიან პირობებში და ეხმარება მომხმარებელს ფინანსური პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში. ყოველი მომდევნო სესხის აღებისას პირობები უმჯობესდება, იზრდება კრედიტის ლიმიტი და გადახდის ვადა, სესხზე გადასახდელი პროცენტი კი, კლებულობს. განაცხადის შევსებიდან 5 წუთში დამტკიცებული სესხი მომხმარებლის განკარგულებაშია _ პირად ანგარიშზე, ელექტრონულ საფულეზე ან ნაღდი ფულის სახით. ამჟამად, მანიმენში 50-დან 1200 ლარამდე თანხის მოთხოვნაა შესაძლებელი. პირველ ჯერზე შესაძლებელია 500 ლარამდე თანხის გატანა, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე ხელმისაწვდომი თანხა იზრდება და საპროცენტო განაკვეთი მცირდება.

ზოგადი პირობები:

  • 24 საათიანი მომსახურება;
  • პირველი სესხი 500 ლარამდე;
  • მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (პირველ სესხზე) _ 21.4%;
  • მინიმალური _ 1.5%;
  • სესხის მაქსიმალური რაოდენობა _ 1200 ლარი;
  • მინიმალური _ 50 ლარი;
  • სესხის გაცემის ვადა _ 5-31 დღე.

მოთხოვნები:

  • უნდა იყოთ ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;
  • უნდა გქონდეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლებოდეთ საქართველოს რეზიდენტად;
  • არ უნდა იყოთ დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას დათქმულ დროს, ყოველდღე ძირ თანხაზე ირიცხება პროცენტები (1% დღეში), ასევე, დამატებითი საჯარიმო პროცენტები, დღეში 0.75%-ის ოდენობით. ყურადღებით იყავით დანხის დაბრუნებისას, რადგან თუ სესხის დაფარვისას, მექანიკურად იმაზე მეტი გადარიცხეთ, ვიდრე უნდა გადაგეხადათ, თანხის დაბრუნება კომპანიის მიერ არ ხდება. თუმცა, თქვენს მიერ, შემდგომში გაკეთებულ სესხის დავალიანებას ჩამოაკლდება. ამისათვის, სესხის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ მანიმენს და შეახსენოთ, რომ თქვენ წინა სესხის დასაფარად ზედმეტი თანხა გაქვთ გადარიცხული.

Online Sesxebi - Swrafi sesxi

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაფაროთ სესხი წინსწრებით. ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში პროცენტები დაერიცხება სესხის დასაფარ ნაწილს. უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ სესხის მინიმალური ვადა არის 5 დღე. ამიტომ, თუ დაფარვა მითითებულ პერიოდზე ადრე ხდება, დასაფარი მინიმალური თანხა იანგარიშება 5 დღეზე.

თუ მანიმენის მომხმარებელი ხართ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ წამახალისებელი სერვისით, მოიპოვოთ და დააგროვოთ ბონუს ქულები და გამოიყენოთ ისინი სურვილისამებრ. თქვენ შეგიძლიათ:

  1. დაფაროთ დარიცხული პროცენტები და ამით მონეტიზაცია გაუწიოთ თქვენს ბონუს ქულებს;
  2. გაზარდოთ სესხის დაფარვის ვადა და თავიდან აიცილოთ ჯარიმები;
  3. გამოიყენოთ ბონუს ქულები მომხმარებლის ახალ საფეხურზე გადასასვლელად იმ შემთხვევაში, თუ ამავდროულად, წარმატებით დაფარავთ სესხს.

ბონუს ქულები დაგერიცხებათ:

  1. თუ დააბრუნებთ სესხს ვადაგადაცილების გარეშე;
  2. თუ თქვენს მიერ მოწვეული მეგობარი აიღებს სესხს და გახდება მანიმენის კლიენტი. ყოველ მოწვეულ მეგობარზე 2500 ქულას მიიღებთ, რომელიც 25 ლარის ექვივალენტია;
  3. თუ დატოვებთ დადებით კომენტარს მანიმენის შესახებ სოციალურ ქსელში ან ფორუმზე. უბრალოდ მიუთითეთ კომენტარის ლინკი მანიმენის ვებგვერდის პირად კაბინეტში და დაგერიცხებათ ბონუს ქულები.

ვივუსი

თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ონლაინ სესხი ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, რომელიც დამუშავდება სამუშაო საათებში (ორშ-პარ: 08:00-22:00, შაბ-კვ: 09:00-22:00). სესხის მისაღებად პირველ რიგში უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ვივუსის ვებ-გვერდზე, რომლის დასრულების შემდეგაც უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან, ვივუსის ანგარიშზე გადარიცხეთ 1 თეთრი. გადარიცხვის განხორციელება შეგიძლიათ ინტერნეტბანკის საშუალებით ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან. 1 თეთრი უნდა გადარიცხოთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი არ დამტკიცდება. მას შემდეგ, რაც თქვენს მიერ გადარიცხული 1 თეთრი აისახება ვივუსის ანგარიშზე, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, თუ თქვენ საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის რესპუბლიკა ბანკის ან კორ სტანდარტ ბანკის მომხმარებელი ხართ. ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში, გადარიცხული თანხა აისახება 24 საათის განმავლობაში. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ვივუსის სამუშაო საათებში.

თუ საკრედიტო ლიმიტი არ გაქვთ სრულად ათვისებული, შეგიძლიათ დაიმატოთ დარჩენილი თანხა, ამ შემთხვევაში სესხის დაფარვის თარიღი არ შეიცვლება.

ვივუსის ონლაინ სესხის მიღებას შეძლებთ თუ თქვენ:

  • ხართ საქართველოს მოქალაქე;
  • ხართ 20-დან 65 წლამდე;
  • გაქვთ საქართველოში არსებული ბანკის ანგარიში
  • არ გაქვთ აქტიური საკრედიტო დავალიანება.

ზოგადი პირობები:

  • პირველი სესხი 250 ლარამდე;
  • მაქსიმალური საპროცენტო განაკკვეთი _ 15%;
  • მინიმალური _ 0% (პირველ სესხზე);
  • სესხის მაქსიმალური რაოდენობა _ 650 ლარი;
  • მინიმალური _ 50 ლარი;
  • სესხის გაცემის ვადა _ 1-30 დღე.

ასაკის მიხევდით სესხის ოდენობის ლიმიტი:

  • 20-21 წლის: პირველად 100, მეორედ 200, მესამე და შემდეგი სესხები 300 ლარი;
  • 22-24 წლის: პირველად 200, მეორედ 350, მესამე და შემდეგი სესხები 500 ლარი;
  • 25-65 წლის: პირველად 250, მეორედ 450, მესამე და შემდეგი სესხები 650 ლარი.

საკრედიტო ლიმიტი იზრდება სესხის წარმატებით დაფარვიდან 7 დღის შემდეგ.

პირველი სესხი ვივუსში უპროცენტოა. ყველა მომდევნო სესხის საფასური განისაზღვრება 5.5%-დან 15%-მდე და დამოკიდებულია აღებულ თანხასა და ვადაზე. ვივუსის ერთგული მომხმარებლები სარგებლობენ ლოიალურობის პროგრამით, რომელიც მე-4 და შემდეგი სესხის აღების შემთხვევაში, სესხის საკომისიოზე ფასდაკლებას გულიხსმობს.

ლოიალურობის პროგრამა სამი დონისგან შედგება:

პირველი დონე 10% ფასდაკლება (4 და 5 სესხის შემთხვევაში);
მეორე დონე 15% ფასდაკლება (6 სესხის შემთხვევაში);
მესამე დონე 20% ფასდაკლება (7 და მეტი სესხის შემთხვევაში).

იმისთვის, რომ ლოიალურობის პროგრამაში ჩაერთოთ, საჭიროა თქვენი სესხი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სესხის გამოყენების ვადა _ მინიმუმ 14 დღე;
  • სესხის ჯამური მოცულობა _ მინიმუმ 200 ლარიანი სესხი;
  • პერიოდი _ არაუმეტეს 30 დღისა სესხის დაფარვასა და განმეორებითი სესხის აღებას შორის.

ლოიალობის მიღწეული დონე მომხმარებელს 1 წლის ვადით უნარჩუნდება. 31 დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში კი პროგრამას გამოეთიშებით.

სესხის ვადის განმავლობაში შეგიძლიათ დაფაროთ სესხი ეტაპობრივად, თუ შეიტანეთ თქვენთვის სასურვლი თანხას, რომელიც მოხმარდება სესხის შემცირებას. თქვენ შეგიძლიათ ვადაზე ადრეც დაფაროთ სესხი. ამ შემთხვევაში სესხის საკომისიო არ იცვლება. ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ დღე დაგერიცხებათ პირგასამტეხლო, დაგვიანებული თანხის 1%. სესხის დროულად დაუბრუნებლობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ თანხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადების სერვისით. გადავადება შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი და მისი განხორციელება სწარფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტბანკით, პლასტიკური ბარათით და თქვენი ბანკის ფილიალში შეგიძლიათ.

სესხის გადავადების საფასურია:

  • 7 დღე _ 19 ლარი;
  • 14 დღე _ 29 ლარი;
  • 30 დღე _ 48 ლარი.

ნებისმიერი ონლაინ სესხის დაფარვისას უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდისას პროგრამულად ასახვა მეორე დღისთვის ხდება, თუმცა, გადახდის თარიღად ის დღე ჩაითვლება, რომელ დღესაც მოხდა საბანკო ოპერაცია. თუ კლიენტმა გადახდის დანიშნულებაში არ მიუთითა ხელშეკრულების ნომერი, მაშინ გადახდის პროგრამულად ასახვა რამდენიმე დღით დაგვიანდება და თქვენ, შესაძლოა, სესხის დაფარვის ვადაგადაცილება დაგიფიქსირდეთ.

როგორც ხედავთ, სესხების გაცემის ზოგადი პირობები მსგავსია, თუმცა, ყველა მიკროსაფინანსო დაწესებულებაში ცდილობენ მომხმარებელს სხვებისგან განსხვავებული და უკეთესი პირობები შესთავაზონ. თუ ონლაინ სესხის აღება გსურთ, გადახედეთ მათ ვებ-გვერდებს, ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას, გააკეთეთ შედარებითი ანალიზი და მიიღეთ მომსახურება, რომელიც თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს ყველაზე კარგადაა მორგებული.